მედიის ცნობით, ნახიჩევანზე დრონებით იერიშის შემდეგ, აზერბაიჯანმა გადაწყვიტა, ქვეყნის სამხრეთით, ირანთან საზღვარზე საჰაერო სივრცე 12 საათით დახუროს.
გარდა ამისა, აზერბაიჯან-ირანის საზღვარზე სატვირთო მანქანების მოძრაობა შეჩერებულია.
ცნობისთვის, დღეს ქალაქ ნახიჩევანის აეროპორტის ტერიტორიაზე ირანული დრონი აფეთქდა. ადგილობრივი მედიის თანახმად, კიდევ ერთი დრონი სოფელ შეკარაბადში, სკოლასთან ახლოს ჩავარდა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმას აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიმართული უსაფუძვლო ტერორისტული აქტი და აგრესია უწოდა.