ირანი აზერბაიჯანზე დრონებით თავდასხმას უარყოფს.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ქაზემ ღარიბაბადის განცხადებით, ირანი მეზობელ ქვეყნებს თავს არ ესხმის.
„ირანის პოლიტიკა არ ითვალისწინებს მეზობელი ქვეყნების მიზანში ამოღებას, ან მათზე თავდასხმას, თუკი იქ ჩვენი მოწინააღმდეგეების, კერძოდ სიონისტური რეჟიმისა და შეერთებული შტატების ბაზები არ არის აქტიური და არ გამოიყენება იმისთვის, რომ თავს დაესხან უდანაშაულო ხალხს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. თავიდანვე ვაცხადებდით, რომ თუ რეგიონში არსებული ბაზები ირანზე თავდასხმისთვის გამოიყენება, ჩვენ მათ მიზანში ამოვიღებთ“, - თქვა მან.