უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს.
„დღეს დასრულდა ტყვეების გაცვლის პირველი ეტაპი, რომელიც ჟენევაში მოლაპარაკებების დროს იყო შეთანხმებული. უკრაინის პრეზიდენტის დავალებით, საკოორდინაციო შტაბმა რუსული ტყვეობიდან 200 სამხედრო მოსამსახურე გაათავისუფლა“, - ნათქვამია საკოორდიმაციო შტაბის განცხადებაში.
მანამდე, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმირ მედინსკიმ, განაცხადა, რომ ტყვეების გაცვლა ფორმულით: 500-500-ზე ორ დღეს გასტანს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ტყვეების გაცვლა, ფორმულით; 200-200-ზე მოხდა, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცახდებით, ტყვეების გაცვლა ფორმულით: 300-300-ზე პარასკევს მოხდება.