აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დამატებითი რესურსები გამოყო ახლო აღმოსავლეთში მყოფი ამერიკელების ევაკუაციისთვის, ხოლო აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა პენტაგონისგან მოითხოვს სამხედრო დაზვერვის დამატებითი თანამშრომლების გაგზავნას ფლორიდის შტაბ-ბინაში, რათა მათ დახმარება გაუწიონ სარდლობას ირანის წინააღმდეგ ომში, სულ მცირე, ასი დღის განმავლობაში, დიდი ალბათობით, სექტემბრამდე. ამის შესახებ Politico წერს.
გამოცემის ცნობით, ეს ნიშნავს, რომ აშშ-ის სამხედრო უწყება უკვე ანაწილებს ფინანსებს ოპერაციებისთვის, რომლებიც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება, ვიდრე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ თავდაპირველად დასახელებული ოთხი კვირაა.
„ეს ადმინისტრაციის პირველი ცნობილი მოთხოვნაა ირანთან საბრძოლველად დამატებითი სადაზვერვო პერსონალის გამოძახების შესახებ და იმის ნიშანია, რომ პენტაგონი უკვე გამოყოფს თანხებს ოპერაციებისთვის, რომლებიც შეიძლება გაცილებით მეტხანს გაგრძელდეს, ვიდრე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ თავდაპირველად დაგეგმილ ოთხ კვირას“, - წერს გამოცემა.