აზერბაიჯანული მხარე იტოვებს უფლებას, ირანის თავდასხმის შემდეგ მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელივ უწყებამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის წინააღმდეგ ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიიდან განხორციელებულ დრონებით თავდასხმებთან დაკავშირებით გაავრცელა.
„აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს ირანის ტერიტორიიდან განხორციელებულ დრონებით თავდასხმას. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ დაუყოვნებლივ განმარტოს ზემოაღნიშნული საკითხი, მოგვცეს ახსნა-განმარტება და მიიღოს აუცილებელი სასწრაფო ზომები მსგავსი ინციდენტების განმეორების თავიდან ასაცილებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ირანმა ნახიჩევანზე დრონებით იერიში მიიტანა. გავრცელებული ინფორმაციით, ირანულმა დრონმა ნახიჩევანის აეროპორტს დაარტყა. ამასთან, დრონები ჩამოვარდა რამდენიმე სხვა ლოკაციაზეც მათ შორის ერთ-ერთ სკოლასთან ახლოს. მომხდარის შემდეგ რანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში მოჯთაბა დემირჩილუ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.