აშშ-სა და ისრაელს ირანის საჰაერო სივრცის სრული კონტროლი ერთ კვირაზე ნაკლებ დროში ექნება, - ამის შესახებ, აშშ-ის ომის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა.
„გუშინდელი საღამოდან დაწყებული, რაც რამდენიმე დღეში, ერთ კვირაზე ნაკლებ დროში დასრულდება, მსოფლიოში ორ ყველაზე ძლიერ საჰაერო ძალას ირანის ცაზე კონტროლი ექნება“, - განაცხადა ჰეგსეთმა, პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ამერიკა ირანში იმარჯვებს.
მან ასევე გამოაცხადა ამერიკული გამანადგურებლებისა და ბომბდამშენების ახალი პარტიის ახლო აღმოსავლეთში ჩასვლის შესახებ.
მისი თქმით, აშშ-მა მიაკვლია და მოკლა დანაყოფის ლიდერი, რომელმაც პრეზიდენტ ტრამპის მკვლელობა სცადა.
„ირანმა პრეზიდენტ ტრამპის მკვლელობა სცადა. ბოლოს კი პრეზიდენტმა ტრამპმა გაიცინა“, - აღნიშნა აშშ-ის ჰეგსეთმა.
მისივე თქმით, ირანის უმაღლესი ლიდერები მკვდრები არიან.
"ირანის უმაღლესი ლიდერები მკვდრები არიან. ე.წ მმართველი საბჭოს წევრები, რომლებიც შესაძლო მემკვიდრეს შეარჩევდნენ - მკვდარია, გაუჩინარებულია ან ბუნკერებში იმყოფებიან. უმაღლესი გენერალები, საშუალო რანგის ოფიცრები და რიგითი სამხედროები ვერ უკავშირდებიან ერთმანეთს და ვერ კონტაქტობენ," - თქვა მან.
ჰეგსეთმა ასევე დაადასტურა, რომ ინდოეთის ოკეანეში ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა ჩაძირა ირანული საბრძოლო ხომალდი.
"გუშინ, ინდოეთის ოკეანეში ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა ჩაძირა ირანული საბრძოლო ხომალდი, რომელმაც იფიქრა, რომ საერთაშორისო წყლები უსაფრთხო იყო. ის ტორპედოთი ჩაიძირა."