ირანის დაზვერვის სამინისტროს თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ მზად არიან ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების მიზნით აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან (CIA) მოლაპარაკებები დაიწყონ.
ამის შესახებ გამოცემა The New York Times ინფორმირებულ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.
აღნიშნულია, რომ ეს ქმედება განხორციელდა მას შემდეგ, რაც ისლამური რესპუბლიკის გადარჩენილმა ლიდერებმა, სავარაუდოდ, უარი თქვეს ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მათი ქვეყნის წინააღმდეგ შეტევის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებზე.
როგორც იუწყებიან, ამერიკელი ოფიციალური პირები, რომლებმაც ეს ინფორმაცია მიიღეს, სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი, რადგან თვლიდნენ, რომ ირანელი ოფიციალური პირები თეთრ სახლთან შეთანხმების მიღწევას ვერ შეძლებდნენ.
მანამდე, ირანის ელჩმა გაერო-ში ვაშინგტონთან მოლაპარაკებები გამორიცხა მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ისრაელმა ირანზე ერთობლივი დარტყმები განახორციელეს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანს საუბარი სურდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.