შრი-ლანკის სანაპიროსთან ირანულ გემზე წყალქვეშა ნავის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 101 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა, ერთი დაიღუპა და 78 დაშავდა, - ამის შესახებ Reuters-ს წყაროებმა განუცხადეს.
ჯერ უცნობია, ვინ დაესხა თავს გემს, რომელიც, წყაროების ცნობით, უკვე ჩაძირულია.
ამჟამად ადგილზე მობილიზებულია შრი-ლანკას სამხედრო საზღვაო ძალები, რომლებიც სამაშველო ოპერაციას ატარებენ.
ამ დროისთვის ირანული ფრეგატიდან სულ მცირე 32 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ისინი ქალაქ გალეს საავადმყოფოში გადაიყვანეს.