4 მარტს, დილით, მიკოლაევში, მატარებელზე რუსული დრონის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ინფირმაციას საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი კიმი ავრცელებს.
„მიკოლაევი. „შაჰედის“ თავდასხმის შედეგად დაზიანდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტი. ხანძარი გაჩნდა. ერთმა მამაკაცმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს,“ - განაცხადა კიმმა.
მისივე თქმით, ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ბაქანზე მდგარ მატარებლის სამგზავრო ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა.