საფრანგეთი კვიპროსში, ბრიტანეთის საჰაერო ბაზაზე დრონებით თავდასხმის შემდეგ სარაკეტო სისტემებს, დრონების საწინააღმდეგო სისტემებს და ფრეგატს გაგზავნის.
ამის შესახებ Reuters იუწყება.
საფრანგეთის დახმარების შესახებ ცნობილი გახდა კვიპროსის პრეზიდენტ ნიკოს ქრისტოდულიდესსა და მის ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ.
საუბრისას ქრისტოდულიდესმა მაკრონს მხარდაჭერა სთხოვა მას შემდეგ, რაც ორშაბათს გავრცელდა ინფორმაცია აკროტირის საჰაერო ბაზაზე დრონებით თავდასხმის შესახებ.
საფრანგეთის პრეზიდენტმა კვიპროსში სარაკეტო სისტემების, დრონების საწინააღმდეგო სისტემებისა და ფრეგატის განლაგების პირობა დადო. ამასთან, კიდევ ერთი საბრძოლო გემის მიწოდება მოგვიანებით იგეგმება.
ქრისტოდულიდესმა ასევე მიმართა გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს, კუნძულთან ახლოს ფრეგატის განლაგების თხოვნით. გერმანიის პრემიერ-მინისტრი დათანხმდა კვიპროსში გემის გაგზავნას.