ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა, განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა პრემიერ-მინისტრისგან მიიღეს ბრძანება, დაიწყონ „შეტევა და ლიბანში დამატებითი სტრატეგიული ტერიტორიები დაიკავონ“. ამის შესახებ BBC იუწყება.
„ეს ქმედებები მიზნად ისახავს „ისრაელის სასაზღვრო რეგიონების დაბომბვის თავიდან აცილებას. ჩვენ პირობა დავდეთ, რომ უზრუნველვყოფდით გალილეის რეგიონების უსაფრთხოებას და ეს შესრულდება“, - თქვა კაცმა.
ირანზე თავდასხმების საპასუხოდ, ლიბანურმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ისრაელის დაბომბვა დაიწყო.
საპასუხოდ, ისრაელის არმიამ დაიწყო ბეირუთისა და სხვა ქალაქების დაბომბვა.
ისრაელი და ლიბანი აშშ-ის შუამავლობით 2024 წელს ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, ერთ წელზე მეტი ხნის ბრძოლის შემდეგ, რამაც მნიშვნელოვნად შეასუსტა „ჰეზბოლას“ პოზიციები.