პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ვარშავა შეუერთდა საფრანგეთთან მოლაპარაკებებს ბირთვული შეკავების გაძლიერების შესახებ, მათ შორის საფრანგეთის „ბირთვული ქოლგის“ პოლონეთზე შესაძლო გავრცელებაზე. ამის შესახებ ტუსკი X-ზე წერს.
ტუსკმა დაწერა, რომ პოლონეთი საფრანგეთთან და „უახლოესი ევროპელი მოკავშირეების“ ჯგუფთან მოლაპარაკებებს აწარმოებს გაძლიერებული ბირთვული შეკავების პროგრამის შესახებ.
„ჩვენ ჩვენს მეგობრებთან ერთად შევიარაღდებით, რათა ჩვენმა მტრებმა ვერასდროს გაბედონ ჩვენზე თავდასხმა“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.