სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა აფხაზეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი რუსი მეგზევეების ოჯახებს ფულად კომპენსაციას გადაუხდის. აფხაზური მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი ჩელიაბინსკელი ოთხი მეგზევის ოჯახი 500-500 ათას რუბლს მიიღებს.
დღეს გარდაცვლილი მეგზევეების ცხედრებს, რომლებიც ჩელიაბინსკიდან აფხაზეთში რკინიგზის სარემონტო სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ, რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს თვითმფრინავით ჩელიაბინსკში გადაასვენებენ.
შეგახსენებთ, რომ 13 თებერვალს ღამით, სოხუმში რკინიგზის სადგურთან "მერსედესის" ტიპის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ქვეითად მოსიარულე ტროტუარზე მდგარ ოთხ ადამიანს დაეჯახა. ოთხივე ადამიანი - პაველ ზახაროვი, ვადიმ სამატოვი, დანილ კოსენკო და ანდრეი მარჩენკო ადგილზე გარდაიცვალნენ.