ხვალ, 15 თებერვალს 11:00 საათზე აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში აფხაზური და რუსული მედიის წარმომადგენლებისათვის პრესკონფერენციას გამართავს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, პრესკონფერენცია "პრეზიდენტის მეორე ინაუგურაციის დღისადმია მიძღვნილი".
"სერგეი ბაღაფშის ხელისუფლებაში ყოფნის ექვსი წლის მანძილზე აფხაზეთი ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფო გახდა. რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი იგი რჩება ქვეყნად, რომელიც წარმატებით უმკლავდება ეკონომიკურ კრიზისს", _ აღნიშნავს აფხაზური მედია და აღნიშნავს, რომ აფხაზეთის წინაშე მდგარი მრავალი პრობლემის გათვალისწინებით - "რთული საერთაშორისო მდგომარეობით რომელიც გამოწვეულია საქართველოს უარით აფხაზეთთან გააფორმოს თავდაუსხმელობის ხელშეკრულება, ასევე შიდა პრობლემების გათვალისწინებით მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთის მეორე პრეზიდენტის მმართველობა წარმატებულია".
მასალის გამოყენების პირობები