სეპარატისტულ აფხაზეთში ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები მიმდინარეობს.
ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სოხუმში 26 სადეპუტატო ადგილისათვის 85 კანდიდატი იბრძვის, გაგრაში 25 ადგილისათვის 61 კანდიდატი, გუდაუთაში 29 ოლქში 59 კანდიდატი იყრის კენჭს, სოხუმის რაიონის 15 ოლქში კი 18 ადამიანი იღებს კენჭისყრაში მონაწილეობას.
"გულრიფშის რაიონის 16 ადგილისათვის 22 კანდიდატი იბრძვის. ოჩამჩირის რაიონის 32 ოლქში არჩევნებში 55 კანდიდატი მონაწილეობს. ტყვარჩელის რაიონის 17 საარჩევნო ოლქში 27 კანდიდატია წარმოდგენილი. გალის რაიონში არჩევნები უალტერნატივო იქნება, ვინაიდან 26 ადგილისათვის 26 კანდიდატი იყრის კენჭს", _ იუწყება აფხაზური მედია.
საქალაქო და რაიონული დეპუტატების უფლებამოსილების ვადა ოთხი წელია.