საკმაოდ სასარგებლოა ნერვიული აშლილობის ზღვარზე მყოფი ქოცების ყურება, პირდაპირ მიგვითითებენ ჩვენი ბრძოლის სისწორეზე და სტრატეგიის შედეგიანობაზე, - ამის შესახებ "კოალიცია ცბლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.
" საკმაოდ სასარგებლოა ნერვიული აშლილობის ზღვარზე მყოფი ქოცების ყურება. პირდაპირ მიგვითითებენ ჩვენი ბრძოლის სისწორეზე და სტრატეგიის შედეგიანობაზე.
დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ეკრანებიდან, არც ემიგრაციიდან და არც სამზარეულოდან. მადლობა შეხსენებისთვის, რომ თქვენ არსებობას ჩვენი აღიარება სჭირდება - ვერ ეღირსებით!
ახლა მე იმ ადგილიდან მოგმართავთ, რომელშიც ვითომ იმისთვის ჩამსვით, რომ მაიძულოთ გაღიაროთ. ოღონდ გამოუტყდით თქვენს თავებს, რომ ჩვენ ორს შორის ცუდად თქვენ ხართ და არა მე.
„გიყვარვარ თუ გკიდივარ“ კანონის დარეგისტრირება, გროტესკის ახალი მწვერვალია. მთელ ამ მძიმე ამბებთან ერთად, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, არ მტოვებს განცდა, რომ მაიმუნი შეიპარა თვითმფრინავის საჭესთან.
ბოლომდე!" - წერს ელენე ხოშტარია.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ წევრის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, თუ „ოცნების“ პარლამენტი დათანხმდება, შესაძლოა „კონსტიტუციური ორგანოების არცნობის“ შესახებ მოწოდება სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს.