თავისუფლებას გისურვებთ ყველას! ნავი გადახეთქილია და ყველა ერთად ჩავიძირებით, მე ცურვა არ ვიცი და არ ვიცი, როგორ გიშველოთ, -
ამის შესახებ ჯგუფურ მოქმედებაში მსჯავრდებულმა იუმორისტმა ონისე ცხადაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მან მცირე რეპლიკით მას შემდეგ ისარგებლა.
"არაფერი ისეთი, თავისუფლებას გისურვებთ ყველას! სამი თუ ოთხი სხვადასხვა მხარეა, ვინც ახლა ერთად ვართ. ნავი გადახეთქილია და ყველა ერთად ჩავიძირებით, მე ცურვა არ ვიცი და არ ვიცი, როგორ გიშველოთ.
თავისუფლება როცა იქნება, თანასწორობაც იქნება“, - განაცხადა ცხადაძემ.
ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლოში აქციებისას დაკავებულმა 11-მა პატიმარმა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის მიერ გამოტანილი 2 წლიანი განაჩენი გაასაჩივრეს. დაკავებულ 11 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს.