დავოსის ეკონომიკური ფორუმი, როგორც ჩანს, არ არის ის ფორუმი, რომლის ფარგლებშიც წყდება საქართველოს ბედ-იღბალი და უკეთესი მომავალი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
"თითოეული პლატფორმა ჩვენთვის უნდა იყოს რაღაც შედეგის მომტანი და არა რომ რომელიმე წითელ ხალიჩაზე გაიაროს ამა თუ იმ ხელმძღვანელმა პირმა ჩვენი ხელისუფლების. ამიტომ, მოდი, ვიმსჯელოთ შედეგებით და შედეგები არის ძალიან მკაფიო, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა არის ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში და ევროპაშიც. ამიტომ, ამით, მგონი, ყველაფერი ნათელია. დავოსის ეკონომიკური ფორუმი, როგორც ჩანს, არ არის ის ფორუმი, რომლის ფარგლებშიც წყდება საქართველოს ბედ-იღბალი და უკეთესი მომავალი", - განაცხადა მახაშვილმა.
დავოსში დღეს მსოფილიო ეკონომიკური ფორუმი იწყება. შვეიცარიაში გამართულ ამ შეხვედრაზე, ტრადიციულად, მსოფლიოს ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი მიმართულებები და გლობალური სტრატეგიები განიხილება. 2025 წლის მსგავსად, დავოსის ეკონომიკურ ფორმუზე ირაკლი კობახიძე 2026 წელსაც არ მიიწვიეს.