ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაკი პოსტის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ მან სახელმწიფო ტელევიზიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მუბარაკმა განაცხადა, ის მზადაა რომ უფლებამოსილების ნაწილის ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტ ომას სულეიმანს გადასცეს.
"სექტემბრამდე პოსტის დატოვებას არ ვაპირებ, თუმცა მზად ვარ, რომ უფლებამოსილების ნაწილი სულეიმანს გადავცე. კონსტიტუციის რამდენიმე მუხლში ცვლილებები უნდა შევიტანოთ. არეულობების დროს, ძალადობის მომხდენი ადამიანები კი მკაცრად დაისჯებიან", - განაცხადა ეგვიპტის პრეზიდენტმა სახელმწიფო ტელევიზიით სიტყვით გამოსვლისას.
ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი ომარ სულეიმანი აქტიურად მონაწილეობდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის წარმოშობილი კონფლიქტის მოგვარებაში. გარდა ამისა, ის მეთვალყურეობას უწევს მუშაობას საგანგებო კომისიისა, რომელიც იძიებს პრეზიდენტ მუბარაქის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის მომხდარი შეტაკებების გარემოებებს.
როგორც BBC იუწყება, ქვეყნის კონსტიტუცია მუბარაკს აძლებს საშუალებას, რომ უფლებამოსილების ნაწილი სულეიმანს გადასცეს.
10 თებერვალს სულეიმანმა დემონსტრანტებს მოუწოდა, ნუ მიიღებენ მონაწილეობას გაფიცვებსა და დაუმორჩილებლობის აქციებში, განაცხადა რა, რომ ასეთ შემთხვევაში საქმეში სამხედროები და უშიშროების ძალები ჩაერევიან და ქვეყანა ქაოსის ტყვეობაში აღმოჩნდება.
მანამდე ეგვიპტის სამხედრო ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ „ხალხის კანონიერ მოთხოვნებს" დაიცავდნენ. ეს განცხადება ბევრმა შესაძლო სამხედრო გადატრიალებაზე მინიშნებად აღიქვა.