საქართველოს ტერიტორიაზე არის სიცოცხლისთვის სახიფათო წამლები, რომელთა უკანონოდ რეალიზებაც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იგეგმება. განცხადება ამის შესახებ ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ ჯანდაცვისადმი მიძღვნილ თათბირზე გააკეთა.
ოს სეპარატისტთა ლიდერი ასევე აცხადებს, რომ ე. წ. სამხრეთ ოსეთის სპეცსამსახურების ხელთ არსებული ინფორმაციით, არის მცდელობები ამ პრეპარატების ტრანსპორტირებისა ე. წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის გავლით და ასევე მათი გავრცელებისა ცხინვალის რეგიონში.
მისი თქმით, ამ პრეპარატების მოხმარება გარდა ნარკოტიკული ზემოქმედებისა ადამიანის ჯანმრთელობისთვის შესაძლოა ლეტალურად დასრულდეს.
"ამ პრეპარატების ჩამონათვალი სამხრეთ ოსეთის ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა და ასევე შესაბამისი მითითებები მიეცემა სამართალდამცავ ორგანოებსა და ჩვენს აფთიაქებს, სადაც შეიძლებს ეს წამლები აღმოჩნდეს", _ განაცხადა კოკოითიმ და დასძინა, რომ ვისაც ეს პრეპარატები აღმოაჩნდება, უმკაცრესად დაისჯება.