28-29 ნოემბერს საქართველოში H1N1 ვირუსის 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, დაავადებულებიდან საავადმყოფოში მხოლოდ ორი იმყოფება, დანარჩენები კი სახლში მკურნალობენ.
ქართველი ექიმები დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ვარაუდობენ, რადგან საქართველოში, ტრადიციულად, გრიპი მასობრივად ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში ვრცელდება.
საქართველოში H1N1 ვირუსით დაინფიცირების სულ 177 შემთხვევაა დაფიქსირებული.