ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩინეთს მოუწოდა თავშეკავებისკენ და ღია დიალოგის შენარჩუნებისკენ ტაივანის გარშემო ჩინეთის მიერ ჩატარებულ მასშტაბურ სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით.
ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის, თომას პიგოტის განცხადებაში.
„ჩინეთის სამხედრო ქმედებები და რიტორიკა ტაივანისა და რეგიონის სხვა ქვეყნების მიმართ უსაფუძვლოდ ზრდის დაძაბულობას.
ჩვენ მოვუწოდებთ პეკინს, გამოიჩინოს თავშეკავება, შეწყვიტოს სამხედრო ზეწოლა ტაივანზე და ამის ნაცვლად ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში,“ - განაცხადა პიგოტმა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები ტაივანის სრუტეში მშვიდობის მომხრეა და სტატუს კვოს შესაცვლელად ძალის გამოყენების წინააღმდეგია.
29 დეკემბერს ჩინეთის სამხედრო ძალებმა ტაივანის გარშემო განალაგეს თავისი ქვედანაყოფები Justice Mission 2025-ის წვრთნების ჩასატარებლად.
ჩინეთმა 100-ზე მეტი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა განალაგა. როგორც მედია აღნიშნავს, პეკინი არ აჩვენებს შეიარაღების კონტროლთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყების განზრახვას. ჩინეთი აგრძელებს ბირთვული შესაძლებლობების გაფართოებას და ტაივანის დაპყრობისთვის სამხედრო სცენარების მომზადებს.