უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოები უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო (НАБУ) და პროკურატურის სპეციალიზებული ანტიკორუფციული სამსახური (САП) ადასტურებენ, რომ ჩხრეკა ტარდება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრიი ერმაკის ოფისში.
უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო (NABU) Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს: „საგამოძიებო მოქმედებები სანქცირებულია და გამოძიების ფარგლებში ხორციელდება. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“.
შეგახსენებთ, მიმდინარე თვის დასაწყისში, უკრაინაში მასშტაბური კორუფციული სკანდალის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რომელშიც მაღალი თანამდებობის პირები და მინისტრები იყვნენ ჩართულნი.
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი და მინისტრი ჩართული იყო სახელმწიფო ატომური ენერგიის კომპანია „ენერგოატომიდან“ უკანონო შემოსავლების მიღებაში.
გამომძიებლების თქმით, გამძიების ფიგურანტებმა 100 მილიონი დოლარის ოდენობის თანხები მიითვისეს.