ეს „28-პუნქტიანი გეგმა“ სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის აბსურდული სურვილების სია, - ამის შესახებ X-ზე წერს აშშ-ის რესპუბლიკელი კონგრესმენი, ბრაიან ფიცპატრიკი.
მისი თქმით, აღნიშნული გეგმა უგელებელყოფილი უნდა იქნას.
„ეს ფართოდ უნდა გავრცელდეს. ეს „28-პუნქტიანი გეგმა“ სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის აბსურდული სურვილების სია, რომელიც, როგორც ნაგავი უნდა უგულებელვყოთ და დავხიოთ. ერთადერთი სამშვიდობო გეგმა, რომელიც სერიოზულად უნდა იქნას აღქმული, არის ის, რომელიც 100%-ით უკრაინის მიერ არის შემუშავებული და დამტკიცებული. ისინი არიან მსხვერპლნი და ჩვენ მათ 100%-ით დავუჭერთ მხარს“, - წერს კონგრესმენი.