გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ნებისმიერი გეგმის წარმატებისთვის, კრემლი გულწრფელად უნდა იყოს მზად მოლაპარაკებებისთვის. ამის შესახებ მერცი Х-ზე წერს.
მერცმა აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის „ერთ ღამეში“ დასრულება შეუძლებელია.
„ერთობლივი სამშვიდობო გეგმა მიზნად ისახავს პროცესის დაწყებას...
და ამისათვის რუსეთი ახლა მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაჯდეს. ვიდრე ამისთვის თვალსაჩინო მზადყოფნა არ იქნება, არც პროცესი იქნება და არც მშვიდობა“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.