მოლდოვის, მონტენეგროს, დასავლეთ ბალკანეთის, უკრაინის სწრაფი გაწევრიანებით შეგვიძლია, დავეხმაროთ საქართველოს, ეს იქნება დამაჯერებელი არგუმენტი, რომ გაფართოება მართლა ხდება - ამის შესახებ თავდაცვის საკითხებში ევროკომისარმა, ანდრიუს კუბილიუსმა ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე, პანელურ დისკუსიაზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"ძალიან კარგი კითხვები მოვისმინე ჩვენი ქართველი მეგობრებისგან, როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ საქართველოს. ვიტყოდი, რომ პირველ რიგში, რაც შეიძლება სწრაფად მოლდოვას, უკრაინის და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანებით, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ საქართველოსაც. რადგან, ეს იქნება დამაჯერებელი არგუმენტი, რომ გაფართოება ნამდვილად ხდება. გარკვეული დროის მანძილზე, ზოგიერთი ოლიგარქი, რაც არ უნდა ვუწოდოთ მათ, აგზავნიდნენ მესიჯებს, რომ დავივიწყოთ გაფართოება, რადგან ეს საერთოდ არ მოხდება. ეს მოხდა საქრთველოშიც და სხვა ქვეყნებშიც. ახლა შეგვიძლია, მოვიყვანოთ ძალიან მკაფიო არგუმენტები და მტკიცებულებები. გაფართოება მოხდება და საქართველოს შეუძლია დაუბრუნდეს გაფართოების გზას , თუ საქრთველოში ცვლილებები მოხდება, - განაცხადა კუბილიუსმა.