სამართალდამცავებმა მათე დევიძის სოლიდარობის მარშის ერთი მონაწილე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია თსუ-ს ლექტორი ქეთევან ხუსკივაძე.
თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის, გოგა მემანიშვილის თქმით, ხუსკივაძე ადმინისტრაციული წესით, პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს.
სოლიდარობის მარში თსუ-ს პირველი კორპუსიდან დაიწყო, მარშის მონაწილეები მელიქიშვილის გამზირისკენ მსვლელობოთ გაემართნენ. ამ წუთენბისთვის ისინი თარხნიშვილის ქუჩაზე გადაადგილდებიან.