აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის „სამშვიდობო გეგმის“ განხილვასთან დაკავშირებით შეხვედრა მიმინარე კვირაში არ იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა "სუსპილნე" თეთრ სახლში მყოფ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
აშშ-ის 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმის“ მედიაში გაჟონვის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ და ტრამპმა შესაძლოა გეგმა ამ კვირაში განიხილონ, რადგან ტრამპს უკრაინის თანხმობა 27 ნოემბრისთვის სურდა.
„სუსპილნეს“ წყაროების ცნობით, ამ კვირაში პრეზიდენტებს შორის შეხვედრა არ არის დაგეგმილი.