2011 წლის პირველ კვარტალში ე. წ. სამხრეთ ოსეთის აღდგენის კომპლექსური გეგმა შესრულდება. ეს განცხადება ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ ჟურნალ "პროფილისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
კითხვაზე იმის შესახებ, რომ რუსეთის პრემიერის თქმით, ე. წ. სამხრეთ ოსეთის აღდგენისთვის გამოყოფილი იყო 26 მილიარდი რუბლი და ეს ფული არ ჩანს, კოკოითი აცხადებს, რომ "ეს ფული არ ჩანს მათთვის, ვისაც დანახვა არ უნდა. არის მრავალი ობიექტი, რომელიც მართლაც არ ჩანს, თუმცა დიდ კაპიტალდაბანდებას მოითხოვს", _ აცხადებს კოკოითი.
მისიYთქმით, მაგალითად, ახალგორის რაიონში არსებული ელექტროგადამცემი ხაზი - "ეს მთიანი ადგილის 86 კილომეტრია. ეს ძვირი სიამოვნებაა, არადა არ ჩანს. ხოლო ვლადიმერ პუტინი საუბრობდა საბიუჯეტო დანახარჯებიდან სამხრეთ ოსეთის დასახმარებლად. აქ შედის სამხედრო ბაზა და მისი ინფრასტრუქტურა, სამხედრო ქალაქები და 16-მილიარდიანი გაზსადენი. სამხრეთ ოსეთის კომპლექსური აღდგენის გეგმისთვის კი გამოყოფილია 8,5 მილიარდი, მათ შორის 1 მილიარდი კერძო სახლების ასაშენებლად".
კოკოითი აღნიშნავს, რომ ე. წ. სახელმწიფო უნიტარული დაწესებულება "პრიორიტეტული ნაციონალური პროექტების რეალიზაციის დირექციისა" და მისი ხელმძღვანელის ბატონი კარიმოვის წყალობით, - "ჩვენ ეს პროცესი ფაქტობრივად ჩავაგდეთ".
"საცხოვრებელი მათი პასუხისმგებლობის ზონაში იყო და როგორ მოიქცნენ ისინი? - აიღეს 120 მილიარდი საცხოვრებლის აღდგენის ფონდიდან და დაიწყეს ობიექტების აშენება, რომლებიც გეგმაში არ იყო. დებენ იქ 120 მილიონს, ანგარიშს კი 26 მილიონზე გვაბარებენ. როდესაც შემოწმება დავიწყეთ, აღმოჩნდა, რომ იქ არავითარი მშენებლობა არ არის. კოსმეტიკური რემონტი 5-6 მილიონის. შედეგად - საცხოვრებელი არ არის, ფული არ არის, კარიმოვიც არ არის", _ აცხადებს კოკოითი.