საქართველო ახლოს იყო ევროპულ გზასთან, ამ მომენტში კი ისინი დისტანცირებულები არიან, რაც სამწუხაროა, - ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქსავიე ბატელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
ბატელმა საქართველოში განვითარებულ პორცესებზე, მათ შორის არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ის ძალიან რთულად ჩატარდა საქართველოში.“
"მე ვთქვი, რომ საქართველო ახლოს იყო ევროპულ გზასთან, ამ მომენტში კი ისინი დისტანცირებულები არიან და ეს სამწუხაროა, რადგან, ქართველი ხალხი და მე ისიც გავიგე, რომ არჩვენები იყო ასე ვთქვათ რთული. მე არც ერთი საბჭოს ან ორგანოს წევრი არ ვარ, მაგრამ ვიცი, რომ ხალხი არ არის კმაყოფილი. თუ არჩვენები იყოო სწორად ჩატარებული, მაშინ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ შედეგებს, თუ არჩევნები არ იყო სწორი , მაშინ უნდა ვნახოთ რის გაკეთებაა შესაძლებელი, მაგრამ, ჩემთვის, ამ მომენტისთვის, მე არ მაქვს მტკიცებულება, რომ არჩევნები უსამართლო იყო , მაგრამ ამის შესახებ უნდა ვისაუბროთ და მეორე, სამწუხაროა, რომ ისინი ევროპას შორდებიან, ადრე ისინი ახლოს იყვნენ ევროპასთან, - განაცხადა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დღეს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრა გიმართება. შეხვედრაზე სხვა თემებთან ერთად საქართველოს საკითხიც განიხილება.