4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კრეატიული დირექტორი და მუსიკოსი ია დარახველიძე თავისუფალია. მან რუსთავის ქალთა ციხე უკვე დატოვა.
ია დარახველიძეს სასამართლომ 10 ათასი საპატიმრო გირაო რამდენიმე საათის წინ შეუფარდა - გადაწყვეტილება მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა გამოაცხადა. მოსამართლის გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში, მოქალაქეებმა აქციის მონაწილე ქალს ფული შეუგროვეს.
თავდაპირველად პროკურატურა იას მიმართ პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა პროცესზე გახდა ცნობილი, რომ დარახველიძეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. [გავრცელებული ინფორმაციით, ია დარახველიძეს ეპილეფია აქვს და მას შეტევა საკანში გასულ ღამესაც განუვითარდა]
ამის შემდეგ პროკურატურამ შესვენება მოითხოვა, ინფორმაციის გაცნობისა და გადამოწმების შემდეგ მათ დარახველიძის ნაწილში შუამდგომლობა შეცვალა და საპატიმრო გირაოს გამოყენება მოითხოვა. ია დარახველიძე გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდება.
დარახველიძეს გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.
ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში ჯამში 46 ადამიანია დაკავებული.
ვიდეოკადრი: "ტვ პირველი"