აშშ-ის ტენესის შტატში, „Accurate Energetic Systems“-ის ასაფეთქებელი ნივთიერებების მწარმოებელ ქარხანაში მასშტაბური აფეთქება მოხდა. არიან დაღუპულები და დაკარგულები. იუწყება CNN
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა ან დაკარგულად არის მიჩნეული, ხოლო სამი დაშავდა.
ადგილობრივი შერიფის, კრის დევისის განცახდებით აფეთქება „დამანგრეველი“ იყო, თუმცა მაშველებმა ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოახერხეს.
NBC News-ის ცნობით, 19 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. დაღუპულთა ოფიციალური რაოდენობა ჯერ არ გამოქვეყნებულა.