ჩეხეთის გენერალური შტაბის პრესმდივანმა ზდენკა სობარნა კოშვანცოვამ განაცხადა, რომ დაფიქსირდა უცნობი დრონების გამოჩენის შემთხვევები ქვეყანაში სტრატეგიული, მათ შორის სამხედრო ობიექტების მახლობლად.
პრესმდივნის თქმით, ჩეხეთის რესპუბლიკაში დაფიქსირდა უცნობი დრონების მოქმედების შემთხვევები მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტების, მათ შორის სამხედრო ობიექტების მახლობლად.
„თუმცა, [ამ ობიექტების] სია გასაიდუმლოებული ინფორმაციაა“, - აღნიშნა პრესმდივანმა.
მან ასევე არ დააკონკრეტა, თუ როდის მოხდა ეს.
პრესმდივანმა აღნიშნა, რომ ჩეხეთის არმია მზადაა აღმოაჩინოს, ამოიცნოს და გაანეიტრალოს ისინი ან ჩამოგდებით, ან რადიოსიხშირული ჩარევის გამოყენებით, გარემოებებისა და რისკების ბალანსის მიხედვით.