თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელიც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე იმყოფება, შეუძლოდ გახდა.
უწყებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.
სასწრაფო დახმარების ექიმები კრიმინალურ პოლციიაში 40 წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
ბაჩო ახალაია შსს-ს კრიმინალურ დეპარტამენტში გამოკითხვაზე 13:00 საათზე მივიდა და მას შემდეგ უწყებაში იმყოფება.
შსს-ს ინფორმაციით, ბაჩო ახალაია უწყებაში ხმის ნიმუშის აღების მიზნით და მოწმის სახით გამოსაკითხად არის დაბარებული.
ფოტო: "ტვ პირველის" ვიდეოკადრი