4 ოქტომბრის აქციაზე, მის შინაარსსა და გეგმაზე, არათუ გიორგი ვაშაძესთან, არამედ პაატა ბურჭულაძესთანაც კი არ მქონია საუბარი, - ამის შესახებ ნათქვამია “სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის პაატა მანჯგალაძის განცხადებაში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მანჯგალაძის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ეს პასუხისმგებლობა მას არ ეკუთვნის, არ აპირებს სხვას გაადაბრალოს.
"ახლა ადვოკატი მიყვებოდა, თურმე „იმედს“ გაუვრცელებია პროპაგანდისტული ტყუილი, თითქოს სადმე ვთქვი და ვახსენე გიორგი ვაშაძე.
არანაირი კომუნიკაცია „იმედთან“ და სხვა მედიასთან არ მქონია, 4 დღეა ტყვე ვარ.
4 ოქტომბრის აქციაზე, მის შინაარსსა და გეგმაზე, არათუ გიორგი ვაშაძესთან, არამედ პაატა ბურჭულაძესთანაც კი არ მქონია საუბარი. ეს ძალიან კარგად იცის პროპაგანდამაც და გამოძიებამაც.
მიუხედავად იმისა, რომ ეს პასუხისმგებლობა არ მეკუთვნის, არ ვაპირებ დავემალო და მითუმეტეს არ ვაპირებ სხვას გადავაბრალო.
ვიყოთ მხნედ! ნებისმიერი ბოროტება სრულდება!
ჩვენი ე.წ. სისუსტე მხოლოდ ის არის, რომ ბოროტება უფრო დაუნდობელი და ყველაფრის მკადრებელია, მაგრამ უნდა გვჯეროდეს, საბოლოო სიტყვას ამბობს არა რობოკოპი, არამედ უიარაღო სიმართლე."
მალე გავიმარჯვებთ!” - ნათქვამია პაატა მანჯგალაძის განცხადებაში.