სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სამშაბათს სატელეფონო საუბარი გამარტა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ფაშინიანმა პუტინს დაბადების დღე მიულოცა და თბილი სურვილები გადასცა.
ფაშინიანმა ხაზი გაუსვა სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების მნიშვნელობას და ამ პროცესში რუსეთის პრეზიდენტის პირადი წვლილი აღნიშნა.