საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნიუმ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა, - ამის შესახებ ფრანგული მედია იტყობინება.
„საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ ორშაბათს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა. მან თხოვნა დააკმაყოფილა. “, - იტყობინება სააგენტო ელისეის სასახლეზე დაყრდნობით.
7 ოქტომბერს სებასტიან ლეკორნუს ეროვნული ასამბლეისთვის ზოგადი პოლიტიკა უნდა წარედგინა.
მედიის ცნობით, ლეკორნუ, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტზე 9 სექტემბერს დაინიშნა, 5 ოქტომბერს თავისი მთავრობის ნაწილის წარდგენის შემდეგ ოპონენტების და მემარჯვენეების კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა
ლეკორნუ პრემიერად აირჩიეს მისი წინამორბედის, ფრანსუა ბაირუსადმი უნდობლობის კენჭისყრის შემდეგ. პარლამენტმა კენჭისყრა გაუმართა ბაირუს მიერ წარდგენილ ბიუჯეტის პროექტს, რომელიც ითვალისწინებდა სოციალური ხარჯების შეკვეცას. პროექტს მხარი არც მემარჯვენე და არც მემარცხენე ოპოზიციამ არ დაუჭირა. .