საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ თანამდებობა შეინარჩუნა ქვეყნის ახალ მინისტრთა კაბინეტში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნუ ხელმძღვანელობს.
მედიის ცნობით, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, პრემიერ-მინისტრ ლეკორნუს წინადადებით, ბარო საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა.
5 ოქტომბრის საღამოს ლეკორნუმ თავისი მთავრობის ფორმირება დაასრულა.
მინისტრები პირველ შეხვედრას ორშაბათს, 6 ოქტომბერს გამართავენ.
თავდაცვის მინისტრად დაინიშნა ყოფილი ფინანსთა მინისტრი ბრუნო ლე მერი. ფინანსთა მინისტრი გახდა როლან ლესკური, რომელსაც მედია პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ახლო მოკავშირედ მოიხსენიებს. ბაროს გარდა თანამდებობაზე დარჩა კიდევ რამდენიმე მინისტრი. საერთო ჯამში, კაბინეტი შედგება მაკრონის მომხრეებისგან და ცენტრისტული ძალების წარმომადგენლებისგან.
ლეკორნუ პრემიერად აირჩიეს მისი წინამორბედის, ფრანსუა ბაირუსადმი უნდობლობის კენჭისყრის შემდეგ. პარლამენტმა კენჭისყრა გაუმართა ბაირუს მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს, რომელიც ითვალისწინებდა სოციალური ხარჯების შეკვეცას. პროექტს მხარი არც მემარჯვენე და არც მემარცხენე ოპოზიციამ არ დაუჭირა.