გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ მისი გერმანიის საჰაერო სივრცეში ამ შაბათ-კვირას დაფიქსირებული დრონების უკან, სავარაუდოდ, რუსეთი დგას. მათ შორის, შესაძლოა, იმ დრონების უკანაც, რომლებმაც მიუნხენის აეროპორტში ათობით ფრენა 10 000-ზე მეტ მგზავრის გადაადგილება შეაფერხა.
„ჩვენი ვარაუდით, ამ დრონების უმეტესობის უკან რუსეთი დგას“, – განაცხადა მერცმა.
მისივე თქმით, ევროპის საჰაერო სივრცეში შეჭრის სიხშირე უპრეცედენტო იყო ცივი ომის დროსთან შედარებითაც კი, მაგრამ აქამდე დაფიქსირებული არცერთი დრონი არ იყო შეიარაღებული.
მისი თქმით, ყველა მათგანი სადაზვერვო ფრენებს ასრულებდა.
„პირველ რიგში, შემიძლია დავამშვიდო მოსახლეობა: ჩვენ არ გვქონია არც ერთი ინციდენტი ან ოპერაცია შეიარაღებული დრონის გამოყენებით. ეს არის შპიონაჟის მცდელობები, ეს ასევე მოსახლეობის დაშინების მცდელობებია.
ჩვენ ვიცით, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რაღაც უნდა გაკეთდეს და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. თუმცა, ჩვენ ამას სიფრთხილით და ძალიან თანმიმდევრულად გავაკეთებთ“, - განაცხადა მერცმა.