პოლიციამ ბახტრიონის ქუჩაში შეიარაღებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავა.
ინციდენტი წუხელ გვიან ღამოთ მოხდა, რომლის დროსაც 1981 წელს დაბადებულმა გიორგი კილაძემ მერსედერსის მარკის ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნა.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
გავრცელებული ინფორმაციით ავტომობილი სამშენებლო კომპანია "აქსისის" სახელზეა გაფორმებული და მას ალექსანდრე სამარგულიანი მართავდა.