ჩეხეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ანდრეი ბაბიშის პარტიამ გაიმარჯვა . არჩევნები ქვეყანაში 3 და 4 ოქტომბრის ჩატარდა. ხმათა 99%-ის დამუშავების შედეგად, ბაბიშის პარტიას ANO („უკმაყოფილო მოქალაქეთა აქცია“) მხარი ამომრჩეველთა 34,69%-მა დაუჭირა.
შესაბამისად, ბაბიშმა აბსოლუტური უმრავლესობა ვერ მოიპოვა, ამიტომ კოალიციის შეკვრა მოუწევს. როგორც თავად ბაბიშმა განაცხადა, ის ამ საკითხზე მოლაპარაკებებს საკანონმდებლო ორგანოში შესულ პარტიებთან „თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატია“ და „ავტომობილისტები თავისთვის“ დაიწყებს.
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ უკვე მიულოცა ბაბიშს გამარჯვება და განაცხადა, რომ პატივს სცემს კენჭისყრის შედეგებს.