4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის ცხრა კანდიდატია რეგისტრირებული.
არჩევნებში გამარჯვებისთვის დედაქალაქის მერობის კანდიდატს 50-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა სჭირდება. სხვა შემთხვევაში, პირველ და მეორე ადგილზე გასულ კანდიდატებს შორის მეორე ტური უნდა გაიმართოს.
თბილისში არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 1 043 482 ამომრჩეველი, გახსნილია 582 უბანი.
დედაქალის მერის თანამდებობის დასაკავებლად კენჭს იყრიან:
- თემურ ბოკელავაძე (საარჩევნო ნომერი 1) – „ენა მამული სარწმუნოება“;
- ზურაბ მახარაძე (საარჩევნო ნომერი 3) – „კონსერვატორები საქართველოსთვის“;
- კახა კუკავა (საარჩევნო ნომერი 7) – „თავისუფალი საქართველო“;
- ოთარ ჭითანავა (საარჩევნო ნომერი 8) – „პატრიოტთა ალიანსი“;
- ირაკლი კუპრაძე (საარჩევნო ნომერი 9) –„ძლიერი საქართველოსთვის – ლელო“;
- გიორგი ლილუაშვილი (საარჩევნო ნომერი 11) – „საქართველო“;
- გიორგი გაჩეჩილაძე (საარჩევნო ნომერი 12) – „მწვანეთა პარტია“;
- იაგო ხვიჩია (საარჩევნო ნომერი 36) – „გირჩი“;
- კახა კალაძე (საარჩევნო ნომერი 41) – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.