დემოკრატი სენატორი კრის კუნსი ილონ მასკის კომპანია SpaceX-ს მიმართავს და მოითხოვს განმარტებას, ვინ და რატომ მიიღო უკრაინაში Starlink-ის მუშაობის შეზღუდვის გადაწყვეტილება.
ამის შესახებ კრის კუნსი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
„ტრამპი კვლავ პუტინის წინაშე იხრის ქედს და ამით უკრაინას თავისუფლებისთვის ბრძოლაში კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის - ზღუდავს ტექნოლოგიებზე წვდომას, რომლებსაც უკრაინა რუსეთის სარაკეტო თავდასხმების მოსაგერიებლად იყენებს. ეს უამრავი უკრაინელის სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს და უკრაინის თავდაცვისუნარიანობას ასუსტებს.
ჩვენ SpaceX-ისგან მოვითხოვთ პასუხს კითხვებზე: ვინ გასცა ამ შეზღუდვების დაწესების ბრძანება და რატომ?“- წერს კრის კუნსი.