„ჰამასი" დათანხმდა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის“ სამშვიდობო გეგმას, რომლის თანახმად, ჰამასი“ თანახმაა, გაათავისუფლოს ყველა ისრაელელი მძევალი, მათ შორის დააბრუნოს გარდაცვლილთა ცხედრები.
„ჰამასმა“ ასევე განაცხადა, რომ თანხმაა ღაზის სექტორის მმართველობა პალესტინელო ტექნოკრატების დამოუკიდებელ ორგანოს გადასცეს „პალესტინის ეროვნული კონსენსუსისა და არაბული და ისლამური მხარდაჭერის საფუძველზე“.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ღაზის სამშვიდობო გეგმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას 29 სექტემბერს წარადგინა. ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ სამშვიდობო გეგმაზე პასუხის გასაცემად „ჰამასს“ სამ-ოთხ დღეს აძლევდა.