უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა 3 ოქტომბერს დონეცკის რეგიონში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები მიიტანეს. ზელენსკის თქმით, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა გრძელდება კრამატორსკში, სლავიანსკსა და დრუჟკოვკაში.
„დღეს ჩვენი გაზის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა: გათბობის სეზონის დაწყებამდე რუსები ეძებენ საშუალებებს, რომ ჩვენს ხალხს მეტი ზიანი მიაყენონ. მხოლოდ ამ ერთ დარტყმაში, კერძოდ, გაზის ობიექტების წინააღმდეგ, 35 რაკეტა იქნა გამოყენებული, მათ შორის ბალისტიკური. კომბინირებული შეტევა. რაკეტების მხოლოდ ნახევარია ჩამოაგდებული. ჩერნიჰივის ოლქში დრონების დარტყმების შემდეგ ვითარება რთულია - სლავუტიჩში, ნეჟინსა და თავად ჩერნიჰივში. ასევე სუმის ოლქში.
საღამოს დონეცკის ოლქში ბალისტიკური რაკეტით თავდასხმა განხორციელდა, რამაც ელექტროქსელი დააზიანა. კრამატორსკში, სლავიანსკსა და დრუჟკოვკაში აღდგენითი სამუშაოები გრძელდება.
რუსეთი ომს ირჩევს, რუსეთი ჩვენი ხალხის სიცოცხლეს ანადგურებს და ამისთვის პასუხი უნდა აგოს - ჩვენი დარტყმების დიაპაზონი გაიზრდება. რუსეთი ბენზინის იმპორტს ახდებს: აზიიდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, ასევე ევროპიდან, კერძოდ, ბელარუსიდან. ეს პუტინის ომის ერთ-ერთი შედეგია - ქვეყანა ბენზინგასამართი სადგურია, ბენზინს კი არ ყიდის, არამედ იმპორტს ახორციელებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
3 ოქტომბრის საღამოს, დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, დონეცკის ოლქის ნაწილი რუსული დაბომბვის გამო ელექტროენერგიის გარეშე დარჩა: კერძოდ, ქალაქები დრუჟკოვკა და კონსტანტინოვკა, ასევე კრამატორსკის ნაწილი.
ცნობისათვის, რუსეთმა უკრაინის „ნაფტოგაზის“ გაზის წარმოების ინფრასტრუქტურაზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, სერგეი კორეცკის განცხადებით, ეს იყო კომბინირებული დარტყმა, რომელშიც 35 რაკეტა იყო გამოყენებული, მათ შორის ბალისტიკური რაკეტების მნიშვნელოვანი რაოდენობა და 60 დრონი. ზოგიერთი მათგანი ჩამოაგდეს.