პარასკევს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ მას სურს უკრაინაში ომის დასრულების საკითხი განიხილოს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ამის შესახებ ბელარუსის სამთავრობო სააგენტო „ბელტა“ იუწყება.
ლუკაშენკას თქმით, მას ზელენსკისთვის რაღაც აქვს სათქმელი.
„იმისათვის, რომ მთელი უკრაინა არ დაკარგოს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ არა მხოლოდ უნდა ილაპარაკოს, არამედ დათანხმდეს მისთვის სასარგებლო შეთანხმებებს. რაც, ძირითადად, ამერიკელებმა მოიწონეს. მათ პაუზა აიღეს, რათა დაფიქრდნენ. რუსები დაეთანხმნენ.
ამიტომ, მე მსურს [ვიდრე ის იქ პრეზიდენტ პუტინს შეხვედება - მას ეს უნდა, ის ყველა არხით და უკვე საჯაროდ მიმართავს) უბრალოდ ვესაუბრო მას“, - განაცხადა ლუკაშენკამ.
„და შესაძლოა, ეს ის მომენტი იყოს, როდესაც რუსეთში, თქვენგან გაიგებენ ამას: მე მისთვის რაღაც მაქვს სათქმელი“, - აღნიშნა ალექსანდრ ლუკაშენკამ.
ამასთან, ლუკაშენკას მიაჩნია, რომ დადგა დრო, დაიწყოს კონსულტაციები და მოილაპარაკონ „ამ გაუგებარი ომის დასრულების“ შესახებ. „თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, ეს ყველასთვის ცუდი იქნება“, - განაცხადა ლუკაშენკამ.