თბილისის მერი, კახა კალაძე 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს ყურადღების მიპყრობის მცდელობად აფასებს.
„ყველანაირად გაუბედურებულები, გაფარჩაკებულები არიან. საერთოდ არავის აინტერესებს, არც მათი პოლიტიკური მოღვაწეობა, არც შინაარსი, რაზე საუბრობენ. უბრალოდ ცდილობენ, ამ სულელური განცხადებებით, როგორმე რაღაცა შეინარჩუნონ, რომ ყურადღების ცენტრში იყვნენ. ვინ რისი გადამტრიალებელია, რა უნდა გადაატრიალონ, წავიდნენ სახლში და იტრიალონ“,- განაცხადა კალაძემ.