ევროკავშირის ელჩს მოვუწოდებ, ქართველ ჟურნალისტებთან ტონს დაუწიოს, ამას არავინ კადრულობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს პაველ ჰერჩინსკისთან დაკავშირებით, „იმედის“ ჟურნალისტის კითხვებზე.
მისი თქმით, მიუხედავად კრიტიკული კითხვებისა, ჟურნალისტებთან ტონს არავინ უნდა აუწიოს.
"რა დღეში ჰქონია ნერვები ევროკავშირის ელჩს. მე ერთადერთი ვისურვებდი, რომ მან შესაბამის ტონში ისაუბროს ჟურნალისტებთან და ასეთი აწეული ტონით საუბარს ქართველ ჟურნალისტებთან არ კადრულობს არავინ მიუხედავად კრიტიკული კითხვებისა, მიუხედავად ადევნების, მიუხედავად ყველაფრისა და ამას რომ ევროკავშირის ელჩი კადრულობს, ეს არის მიუღებელი და მე მოვუწოდებ, რომ ტონს დაუწიოს", - თქვა პაპუაშვილმა.