კრემლი დანიის მთავრობის ბრალდებებს, კოპენჰაგენის აეროპორტთან ახლოს დრონებთან დაკავშირებულ ინციდენტში რუსეთის მონაწილეობის შესახებ უსაფუძვლოს უწოდებს.
ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„გულწრფელად რომ ვთქვათ, ყოველთვის, როდესაც უსაფუძვლო ბრალდებებს ავრცელებენ, ჩვენ მსგავს განცხადებებს აღარ განვიხილავთ. მათი მხრიდან ყოველთვის უსაფუძვლო ბრალდებებს ვისმენთ. მხარე, რომელიც სერიოზულ პოზიციას იკავებს, მსგავს უსაფუძვლო ბრალდებებს არ უნდა ავრცელებდეს“, - აღნიშნა დმიტრი პესკოვმა.
კოპენჰაგენის აეროპორტი 23 სექტემბრის ღამეს თითქმის ოთხი საათის განმავლობაში დაიკეტა მის ტერიტორიაზე უცნობი დიდი დრონების გამოჩენის გამო.
ამავე მიზეზით, დაიხურა ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოს აეროპორტიც.
როგორც ცნობილია, დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი არ გამორიცხავს, რომ კოპენჰაგენის აეროპორტთან ახლოს დრონების ინციდენტში რუსეთი მონაწილეობდა.