მარნეულში კაცი დაჭრეს, მისი მდგომარეობა მძიმეა. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
ადგილობრივი გამოცემა Aktual ge-ს ინფორმაციით, დაშავებული კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.